ხუთშაბათს, 2022 წლის 28 ივლისს, ქართველმა პარტნიორმა, საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ჩაატარა მულტიკულტურული ღონისძიება სახელწოდებით „მულტიკულტურული საქართველო - გამოწვევები და პრაქტიკა“, რათა გაევრცელებინათ პროექტის TOGETHER-ის შედეგები ადგილობრივ საზოგადოებაში. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ კულტურის კვლევების ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
პროექტის TOGETHER-ის მესამე TPM გაიმართა 2022 წლის 18 და 19 მაისს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სადაც მასპინძელი ორგანიზაცია ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის სათაო ოფისია. პროექტის ყველა პარტნიორის თანამშრომლები და აღმასრულებლები ესწრებოდნენ და სრულად იყვნენ ჩართულნი პროცესებში.
2021 წლის 26 სექტემბერს, პროექტის “TOGETHER – TOwards a cultural understandinG of thE oTHER” - პარტნიორებმა პირველი სახელმწიფოთაშორისი კრება ჩაატარეს ტაურიზანოში (იტალია). ღონისძიება ორგანიზებული იყო Fattoria Pugliese Diffusa Associazione Culturale (FPD)-ის მიერ.
2021 წლის 8 იანვარს, TOGETHER პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების პროექტ მენეჯერებმა ჩაატარეს თავიანთი მორიგი ყოველთვიური კრება ონლაინ ფორმატში, რომელიც ორგანიზებული იყო წამყვანი პარტნიორის - CulturePolis-ის (საბერძნეთი) მიერ.
პროექტის “TOGETHER – TOwards a cultural understandinG of thE Other” აქტივობები ოფიციალურად დაიწყო 2020 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული პირველი ონლაინ შეხვედრის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების წევრები.