TOGETHER წარმოადგენს პროექტს Erasmus +, რომელიც ხორციელდება 2014-2020 წწ. პროგრამირების პერიოდის ფარგლებში. Erasmus+ წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს განათლებას, სწავლას, ახალგაზრდობასა და სპორტს ევროპაში.
განათლებას, სწავლას, ახალგაზრდობასა და სპორტს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებების, იმ ძირითად გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც იდგება ევროპა ათწლეულის ბოლომდე. მათ აგრეთვე შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ განვითარების, სამუშაო ადგილების, თანასწორობისა და სოციალური ინტეგრაციის კუთხით ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერაში.
უმუშევრობის მაღალ დონესთან ბრძოლა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ევროპის ქვეყნების მთავრობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ნაადრევად ტოვებს სკოლას, რის გამოც დგება უმუშევრობისა და სოციალური მარგინალიზაციის მაღალი რისკის წინაშე. იგივე რისკის წინაშე დადგომა ემუქრება ბევრ ზრდასრულს, რომელსაც დაბალი უნარები აქვს. ტექნოლოგიები ცვლის საზოგადოების ფუნქციონირების წესს და საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი მაქსიმალურად გამოიყენება. ევროკავშირის საწარმოები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ ადამიანური რესურსებისა და ინოვაციის წყალობით.
ევროპას ესაჭიროება უფრო მეტად ერთიანი და ინტეგრირებული საზოგადოება, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს აქტიური როლი შეასრულონ დემოკრატიულ ცხოვრებაში. განათლება, სწავლა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და სპორტი ძირითადი ფაქტორებია საერთო ევროპული ღირებულებების ხელშეწყობისთვის, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, კულტურათაშორისო ურთიერთგაგებისა და საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობის გასაძლიერებლად, და მკვეთრი რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად. Erasmus+ წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანების, მათ შორის, ახალჩამოსული მიგრანტების, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
კიდევ ერთი გამოწვევა დაკავშირებულია ახალგაზრდებში სოციალური კაპიტალის განვითარებასთან, ახალგაზრდებისთვის უფლებამოსილებების მინიჭებასთან და მათ შესაძლებლობასთან აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში, ლისაბონის შეთანხმების დებულებების შესაბამისად „ევროპის დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წასახალისებლად". ეს საკითხი ასევე შეიძლება მოგვარებულ იქნას არაფორმალური სასწავლო აქტივობების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე მათ აქტიურ მოქალაქეობას. გარდა ამისა, საჭიროა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სპეციალისტებისთვის ტრენინგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის მინიჭება, მათი პროფესიონალიზმისა და ახალგაზრდობასთან მუშაობისთვის ევროპული სივრცის განვითარებისთვის.
კარგად ფუნქციონირებადი განათლებისა და სწავლების სისტემები და ახალგაზრდული პოლიტიკები ადამიანებს ანიჭებს უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ითხოვს შრომის ბაზარი და ეკონომიკა, და ამავდროულად საშუალებას აძლევს მათ აქტიური როლი შეასრულონ საზოგადოებაში და მიაღწიონ პიროვნულ სრულყოფილებას. განათლების, სწავლებისა და ახალგაზრდობის რეფორმებს შეუძლიათ ამ მიზნებისკენ სწრაფვის გაძლიერება, პოლიტიკის შემქმნელებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის საზიარო ხედვის, დამაჯერებელი მტკიცებულებისა და სხვადასხვა სფეროებსა და დონეებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე.
პროგრამა Erasmus+ შემუშავებულია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს პროგრამის მონაწილე ქვეყნების ძალისხმევას, ეფექტურად გამოიყენონ ევროპის ადამიანური რესურსებისა და სოციალური აქტივების პოტენციალი, უწყვეტი განათლების პერსპექტივაში, ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებასთან მხარდაჭერის დაკავშირებით განათლების, სწავლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში. პროგრამა ასევე აძლიერებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და მობილობის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
ლისაბონის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ახალი ელემენტის შესაბამისად, Erasmus+ ასევე მხარს უჭერს აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპული სივრცის განვითარებას სპორტში, სპორტზე პასუხისმგებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. პროგრამა ხელს უწყობს ევროპული ქსელების შექმნასა და განვითარებას, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების უზრუნველყოფას და სპორტსა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გადაცემას. გაძლიერებული თანამშრომლობა დადებით გავლენას მოახდენს ევროპის ადამიანური კაპიტალის პოტენციალის განვითარებაზე, სოციალური უმოქმედობის სოციალური და ეკონომიკური ხარჯების შემცირებაში დახმარებით.
პროგრამა მხარს უჭერს ქმედებებს, თანამშრომლობასა და ინსტრუმენტებს, რომლებიც შესაბამისობაშია ევროპის 2020 წლის სტრატეგიის ამოცანებსა და მის ფლაგმანურ ინიციატივებთან, როგორიცაა, ახალგაზრდები მოქმედებაში და ახალი უნარ-ჩვევებისა და სამუშაო ადგილების დღის წესრიგი. პროგრამა ასევე ხელს უწყობს განათლებისა და სწავლების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის განათლებისა და სწავლების სტრატეგიული ჩარჩოსა და ევროპის ახალგაზრდული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებას კოორდინაციის ღია მეთოდების საშუალებით.
ცოდნაში, უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებში ინვესტირება სარგებლობას მოუტანს ფიზიკურ პირებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მთლიანად საზოგადოებას, ზრდის ხელშეწყობითა და ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ თანასწორობის, კეთილდღეობისა და სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფით.