CulturePolis წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც ჩამოყალიბდა საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე 2006 წელს, და რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ხელშეწყობა და მდგრადი მართვა, განსაკუთრებით კორფუზე. მისი გუნდი ასევე აქტიურად უწყობს ხელს ხელოვნებასა და კულტურულ და შემოქმედებით მეწარმეობას, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლებასა და სწავლრბას მდგრადობისა და სოციალური ინოვაციის საკითხებში. CulturePolis ამ ამბიციურ მიზნებს აღწევს უმეტესად სახელმწიფო, ევროპული და საერთაშორისო კონკურენტული დაფინანსების პროგრამების საშუალებით. ის ძირითადად ფუნქციონირებს ევროპაში, ბალკანეთის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის აუზში და მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, და ამავდროულად მასპინძლობს სპეციალიზებულ ინიციატივებს და ამ კონტექსტში, 2020 წელს შექმნა „ბერძნული და არაბული ლიტერატურისა და კულტურის ცენტრი - K.EL.AL.P."
FB: @culturepolisorg
YT: @CulturePolis NGO
ვებსაიტი: https://culturepolis.org/
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC) წარმოადგენს 1995 წელს დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. 2016 წლიდან მოყოლებული, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალური წარმომადგენელია. მისი მისიაა საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ხელშეწყობა და მდგრადი გამოყენება. ცენტრი მოქმედებს საქართველოში კულტურის სექტორების განვითარების მხარდასაჭერად, ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას და კულტურული დაწესებულებების, კულტურაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოებისა და ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირების ფინანსურ დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობებსა და კულტურულ გაცვლას, ახორციელებს კვლევებს და არაფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობას კულტურის სფეროში, მხარს უჭერს მემკვიდრეობაზე დაფუძნებული შემოქმედებითი და გამოცდილებითი ტურიზმის განვითარებას; ასტიმულირებს ქართული კულტურის შესწავლას და ქართველი სწავლულების ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ წრეებში, ახორციელებს ინოვაციურ მიდგომებს საგამოფენო საქმისადმი.
FB: @GACC.gaccgeorgia.org
ვებსაიტი: https://www.gaccgeorgia.org/
მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი წამყვანი სასწავლო ცენტრია ევროპული მეწარმეობის კუთხით და სწრაფად მზარდი ციფრული ინოვაციების ჰაბია. მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციის ხელშეწყობაზე და სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერებაზე. მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი, როგორც თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაცია, სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი და ციფრული ინოვაციების ჰაბი, ამზადებს და გადასცემს ნოუ-ჰაუს, ზრდის სამეწარმეო შემეცნებით პროცესებს და მხარს უჭერს ყველა სამეწარმეო წამოწყებას ევროპაში. ჩვენი მრავაწლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ უამრავი სახელმწიფო და ევროპული პროექტი ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში და ჩამოვაყალიბეთ პარტნიორებისა და ორგანიზაციების ფართო ქსელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან. ჩვენი ქსელისა და მეწარმეობაზე ფოკუსირებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევისა და ინოვაციის მრავალფეროვან პროექტებში ჩვენი გამოცდილების გამოყენებით, ჩვენ შევქმენით ყოვლისმომცველი ცოდნის ჰაბი, რომელიც აკმაყოფილებს პანევროპული სამეწარმეო ეკოსისტემის საჭიროებებს.
FB: @ied.europe
IG: @ied.europe
YT: @iED - Institute of Entrepreneurship Development
ვებსაიტი: https://ied.eu/
EWORX S.A. წარმოადგენს 2001 წელს ჩამოყალიბებულ კერძო ციფრულ სააგენტოს, რომლის ოფისებიც მდებარეობს ათენსა და ბრიუსელში. კომპანია გასწევს ფართო სპექტრის ციფრული კომუნიკაციის სფეროში საკონსულტაციო და განხორციელების მომსახურებას, მომხმარებელთა გამოცდილებასა და უახლეს ტექნოლოგიებზე აქცენტირებით. EWORX სერვისები ეფექტურად იყენებს ელექტრონული და ციფრული მედიის ურთიერთქმედებას, გლობალიზებული ონლაინ ეკონომიკის კონტექსტში საორგანიზაციო და კორპორატიული გამოწვევებისთვის ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით. EWORX-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა ელ-სწავლების სფეროებში, ასევე ონლაინ თანამშრომლობისა და თემების კუთხით.
FB: @EworxSA
YT: @ EworxSA
ვებსაიტი: https://www.eworx.gr/
ლიბანის განვითარების ქსელი (LDN) წარმოადგენს სახელმწიფო არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც „განკუთვნილია ადამიანების, თემებისა და დაწესებულებებისთვის დახმარების გასაწევად მათი პოტენციალის განვითარებაში, ცოდნის გადაცემითა და პრაქტიკული ფუნქციონირების გაუმჯობესებით, რათა საშუალება მისცეს მათ მართონ ცვალებადი სოციალური მოთხოვნები, დაიჭირონ შესაძლებლობები და გაუმკლავდნენ განვითარების სირთულეებს". LDN მუშაობს განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში, პოტენციალის გაფართოების, სოციალური მარკეტინგისა და ურთიერთქმედების პრაქტიკის სხვადასხვა სტრატეგიული დონეების საშუალებით და გასწევს საკონსულტაციო, სასწავლო და პროგრამის განვითარების მომსახურებას. ჩვენ ვცდილობთ ახალი პარადიგმების გაძლიერებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ინოვაციისა და სოციალური მეწარმეობის გაძლიერებას სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების, დიალოგისა და მოქალაქეობის კულტურის ხელშეწყობით.
FB: @LebaneseNetwork
ვებსაიტი: http://www.ldn-lb.org/
Fattoria Pugliese Diffusa (FPD) დაფუძნდა 2009 წელს, ტაურიზანოში (იტალიის სამხრეთი), რეგიონული მთავრობის წყალობით, რომელმაც დააფინანსა მისი ჩამოყალიბება რეგიონული სოფლის ტერიტორიების სოციალური განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე. FPD მთელ ენერგიას დებს ყველა პროექტში, რომელიც თემებს აძლევს შანსს, გამოსცადონ ზრდის, გაზიარების, ცნობიერების ამაღლების, ადამიანობის გამოცდილება. ასოციაცია მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპულ სივრცესთან პროექტებისა და აქტივობების საშუალებით, რომლებიც მონაწილეებს ანიჭებს ცხოვრების ფართო ხედვასა და კუთვნილების საერთაშორისო გრძნობას. ზოგიერთი მიმდინარე პროექტი დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ, Erasmus+ და „ევროპა მოქალაქეებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. FPD-ს შეტანილი აქვს წვლილი შემდეგი ინიციატივების ჩამოყალიბებაში/განვითარებაში: Ep-goal (მიმართული იტალიის სოფლების ტერიტორიების მოქალაქეებსა და ევროპას შორის დიალოგის ხელშეწყობაზე); Eurodesk Network (არხი, რომელიც FPD-ს აკავშირებს ათასობით ორგანიზაციასა და დაინტერესებულ პირთან ევროპის გარშემო); Oltre l’Arte (კოოპერატივი, რომელიც დაიწყო ახალგაზრდა ზრდასრულთა ჯგუფით, რომლებსაც სურდათ თავიანთ მშობლიურ ქალაქში საკუთარი თავისა და სხვებისთვის სამუშაო ადგილის შექმნა თავიანთ კრეატიულობასა და უნარ-ჩვევებში ინვესტირებით); გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ასოციაციამ ჩამოაყალიბა ევროპის ხალხთა უნივერსიტეტი ტაურიზანოში, სადაც უამრავი აქტივობა ახალგაზრდა და ზრდასრულ მოქალაქეებთან ხორციელდება სამართლის მიმართულებით განათლების სფეროში, როგორიცაა, ვორქშოფები, ლაბორატორიები და სემინარები კანონიერების, სამართლებრივი ნორმების, ციფრული უსაფრთხოების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის, ინტერნეტში უსაფრთხო ძიების, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის, აქტიური მოქალაქეობისა და მოხალისეობის საკითხებზე. FPD-ს სურს ადამიანებში ინვესტირება, რადგანაც ადამიანების ძალა მსოფლიოს მამოძრავებელია.
FB: @fattoriapugliesediffusa
IG: @fattoriapugliesediffusa
YT: @fattoradio
ვებსაიტი: https://www.fattoriapugliesediffusa.it/