TOGETHER პროექტის მუშაობის პირველი შედეგია შედარებითი ანალიზის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური დიალოგის შესახებ ინფორმირებულობისა და მისი განვითარების ამჟამინდელ მდგომარეობას ხუთ პარტნიორ ქვეყანაში - კვიპროსში, საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და ლიბანში. ის წარმოადგენს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ICD-ის გაგება, ფორმირება და ასახვა პოლიტიკასა და პრაქტიკაში, განსაზღვრავს ICD-ში ჩართული ადგილობრივი სტრუქტურების საჭიროებებს და აყალიბებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს თითოეულ ქვეყანაში.
ანგარიში ავლენს კვიპროსში, საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და ლიბანში კულტურათაშორისო დიალოგის შესაძლებლობებისა და მიმდინარე გამოწვევების ორმხრივ დინამიკას. ისინი ავსებენ ერთმანეთს, ნაცვლად წინააღმდეგობისა. ამასთან, კონტექსტი აშკარად მნიშვნელოვანია ICD-ის განსაზღვრისას და პოლიტიკასა და პრაქტიკაში გამოყენებისას. რელიგიური, ეთნიკური, ლინგვისტური თუ სხვა მახასიათებლები სხვადასხვა პირობებს ქმნიან თითოეულ ქვეყანაში ICD-ის განვითარებისთვის და აქედან გამომდინარე, პოლიტიკა და მიდგომები გაძლიერებულ უნდა იქნას კონკრეტული კონტექსტების შესაბამისად (მაგალითად, ევროპაში მიგრაციის გამოწვევები, საქართველოს საბჭოთა მემკვიდრეობა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, რწმენასთან დაკავშირებული და ეთნიკური დავები ლიბანში). მიუხედავად ამისა, კვლევის რესპოდენტები და გამოკითხული პირები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პატივისცემით სავსე კულტურული შეხვედრები, ურთიერთგაგება და კონსტრუქციული დიალოგი წარმოადგენს საფუძველს ერთიანი და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ცხოვრების სტილში, ფასეულობებში, ტრადიციებსა და რწმენაში განსხვავებების მიუხედავად.