21-ე საუკუნის მულტი-კულტურულ ევროპულ გარემოში, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უწევს არაერთი კულტურული კუთვნილების მართვა, ზოგიერთ ადამიანს კულტურული მრავალფეროვნება ჯერ კიდევ მიაჩნია ადამიანთა ან ეკონომიკური პროგრესის შემზღუდველად ან სახელმწიფოს სტაბილურობისთვის საფრთხედ. ევროპის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას აქვს საერთო ღირებულებების, ინტეგრაციისა და კულტურათაშორისო დიალოგის ხელშეწყობის პოტენციალი ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, კუთვნილების შეგრძნების შექმნით, რაც წარმოადგენს საშუალებას ნებისმიერი კონფრონტაციის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც დღეს დგას საზოგადოება.
პროექტი TOGETHER – TOwards a cultural understandinG of thE oTHER გამომდინარეობს ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებს შორის კულტურათაშორის დიალოგთან დაკავშირებული ნოუ-ჰაუს შექმნისა და გავრცელების საჭიროებიდან, იმ საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობა, რათა საზოგადოების ყველა სექტორის წარმომადგენლებს ურთიერთკავშირების ჩამოყალიბების საშუალება მიეცეს, გააძლიეროს ურთიერთგაგება, განამტკიცოს ეკონომიკური და სოციალური განვითარება და საშუალება მისცეს ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებს შეხვდნენ საერთო გამოწვევებს, სოციალური ერთიანობისა და მდგრადობისთვის ერთიანი კონტექსტის სახით.
პროექტი TOGETHER წარმოადგენს 24 თვიან პროექტს Erasmus +, რომელიც მოიცავს 6 პარტნიორს (CulturePolis, EWORX, IED, FPD, GACC, LDN) 5 სხვადასხვა ქვეყნიდან (საბერძნეთი, კვიპროსი, იტალია, საქართველო, ლიბანი).