პროექტის “TOGETHER – TOwards a cultural understandinG of thE Other” აქტივობები ოფიციალურად დაიწყო 2020 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული პირველი ონლაინ შეხვედრის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების წევრები.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო იყოს შპს მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი (IED) – კვიპროსი. ის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ყველა პარტნიორისთვის, რათა შეიკრიბონ და იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კვლევის ნაწილთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, ფასეულობის მინიჭებასა და ტექნოლოგიურ საფუძვლებთან დაკავშირებით.
IED-ის კოორდინატორმა, ვაია კირატზოულიმ, მისასალმებელი სიტყვით გახსნა კონფერენცია.
შემდეგ, სიტყვა გადაეცა ‘TOGETHER’-ის მენეჯერს, ქსანთიპი კონტოგიანის CulturePolis-დან, რომელმაც წარმოადგინა ანგარიშის შაბლონი, დროის აღრიცხვის ტაბელები, პროექტის მართვის ინსრტუმენტების კომპლექტი და ურთიერთგაგების მემორანდუმი/საპარტნიორო შეთანხმება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ჯგუფური განხილვა.
შემდგომ, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო) მკვლევარმა, ირინე სურმანიძემ, წარმოადგინა ინტელექტუალური მუშაობის პირველი შედეგი, შედარებითი ანალიზის ანგარიში, ხოლო ქსანთიპი კონტოგიანიმ CulturePolis-დან წარმოადგინა ინტელექტუალური მუშაობის მეორე შედეგი, რომელიც განკუთვნილი იყო ელჩების სასწავლო გეგმისთვისთვის.
შემდგომ, LDN-ის პრეზიდენტმა, ამინ ნემემ და კომუნიკაციის კოორდინატორმა, ანტუანეტა მუბარაკმა ერთდროულად წარმოადგინეს გავრცელების მონახაზი და მდგრადობის გეგმა.
კრება დასრულდა პროექტის შიდა რისკების შეფასების ნაწილის განხილვით.
‘TOGETHER’ ორწლიანი პროექტია, რომელიც გამომდინარეობს კავშირების ჩამოყალიბების, სათანადო ინფორმირებულობის შექმნისა და საერთო ღირებულებების ხელშეწყობის საჭიროებიდან, ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებაში.
მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ყველა სექტორისთვის შესაძლებლობების მინიჭება ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბებით, ურთიერთგაგების გაძლიერებითა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ზრდით, რათა ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებს მიეცეს საერთო გამოწვევებთან შეჭიდებისა და სოციალური ერთიანობისა და მდგრადობის მიღწევის საშუალება.
კონსორციუმი შედგება შემდეგი ორგანიზაციებისგან: CulturePolis – საბერძნეთი, შპს მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი (IED) – კვიპროსი, Eworx Ypiresies Ilektronikou Epicheirein Anonymos Etaireia EWORX – საბერძნეთი, Fattoria Pugliese Diffusa Associazione Culturale (FPD) – იტალია, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC) – საქართველო და ლიბანის განვითარების ქსელი (LDN) – ლიბანი.