ელჩების სასწავლო პროგრამა პროექტის მუშაობის ძირითად შედეგს წარმოადგენს და აღწერს საგანმანათლებლო პროცესს, ე.ი. ქმედებებისა და ნაბიჯების ერთიანობას, რომლებსაც განახორციელებს საბოლოო მომხმარებელი პროექტის საგანმანათლებლო შესაძლებლობის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, IO2 განკუთვნილია ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების კონტექსტში კულტურათაშორისი დიალოგის კულტურული, სოციალური და განვითარებითი ასპექტების ინტეგრირებას. ამგვარი ქმედებით, ის აძლიერებს ადგილობრივი სტრუქტურებისა და განსაკუთრებით, ადგილობრივი თემებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციების პროფესიულ განვითარებას, და ანიჭებს მათ შესაძლებლობას გახდნენ მომავლის ელჩები, თავის მხრივ, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემით. უფრო კონკრეტულად, IO2 სთავაზობს მათ მიმზიდველ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით მხარდაჭერილ სასწავლო მასალებსა და ახალ პედაგოგიურ მიდგომებს, მდგრადი განვითარებისთვის კულტურათაშორისი პოტენციალის ხაზგასმით; ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უნივერსალური ღირებულებების მიმართ ინტერესის სტიმულირებითა და კულტურათაშორისი კომპეტენციების აუცილებლობის ხაზგასმით 21-ე საუკუნის თანამედროვე, გლობალიზებულ და პლურალისტურ საზოგადოებაში.