2021 წლის 26 სექტემბერს, პროექტის “TOGETHER – TOwards a cultural understandinG of thE oTHER” - პარტნიორებმა პირველი სახელმწიფოთაშორისი კრება ჩაატარეს ტაურიზანოში (იტალია). ღონისძიება ორგანიზებული იყო Fattoria Pugliese Diffusa Associazione Culturale (FPD)-ის მიერ.
ამ კრების მთავარი მიზანი იყო 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალების განხილვა და გაზიარება. დღის წესრიგი მოიცავდა ინტელექტუალური მუშაობის მეორე შედეგის (IO2) შეფასებას მოდულის შემუშავებასთან დაკავშირებით.
წამყვანი პარტნიორის, CulturePolis-ის წარმომადენელმა, ქსანთიპი კონტოგიანიმ, შესავალი სიტყვით მიმართა მონაწილეებს, რასაც მოჰყვა პროექტის სტატუსთან მიმართებაში ზემოქმედების გაზომვის გეგმისადმი მიძღვნილი სპეციალური სესია.
ასევე განხილული იყო EWORX-ის მიერ ინტელექტუალური მუშაობის მესამე შედეგთან (IO3) დაკავშირებული ელ-სწავლების პლატფორმის განხორციელების დეტალები.
შემდგომ, სტეფანოს პატელისმა წარმოადგინა აპლიკაციის ენებთან, გამოწერასა და ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული დეტალები.
შემდგომ, IED-ის (კვიპროსი) წარმომადგენელმა, ვაია კირატზოულიმ განსაზღვრა ხარისხის უზრუნველყოფის ყველა ანგარიში და შედეგი, უახლესი მიღწევები პარტნიორ ქვეყნებთან კულტურათაშორის დიალოგში და სათანადო ეპრაქტიკის შესწავლა ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ.
2021 წლის 27 სექტემბერს ანტუანეტა მუბარაკმა ლიბანის განვითარების ქსელიდან (LDN)-დან წარმოადგინა გავრცელების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა პარტნიორის ჩართვას ამ კომპონენტში.
დასკვნითი სესია ჩატარდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით სამომავლო პერიოდისა და პროექტის დასრულების შემდეგ მისაღები მდგრადობის ზომების შესახებ კოლექტიური მსჯელობისთვის.
‘TOGETHER’ ორწლიანი პროექტია, რომელიც გამომდინარეობს კავშირების ჩამოყალიბების, სათანადო ინფორმირებულობის შექმნისა და საერთო ღირებულებების ხელშეწყობის საჭიროებიდან, ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებაში.
მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ყველა სექტორისთვის შესაძლებლობების მინიჭება ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბებით, ურთიერთგაგების გაძლიერებითა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ზრდით, რათა ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებს მიეცეს საერთო გამოწვევებთან შეჭიდებისა და სოციალური ერთიანობისა და მდგრადობის მიღწევის საშუალება.
კონსორციუმი შედგება შემდეგი ორგანიზაციებისგან: CulturePolis – საბერძნეთი, შპს მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი (IED) – კვიპროსი, Eworx Ypiresies Ilektronikou Epicheirein Anonymos Etaireia EWORX – საბერძნეთი, Fattoria Pugliese Diffusa Associazione Culturale (FPD) – იტალია, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC) – საქართველო და ლიბანის განვითარების ქსელი (LDN) – ლიბანი.