პროექტი TOGETHER ფოკუსირებულია ადგილობრივ სტრუქტურებსა და პრაქტიკოსებზე, ადგილობრივი ალიანსების, კულტურული ასოციაციებისა და ფედერაციების წარმომადგენლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, კულტურული და სოციალური ცენტრების, ქსელების პროფესიონალებზე და დაინტერესებულ მხარეებზე კულტურისა და შემოქმედებითი სფეროდან, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა და პოლიტიკის შემქმნელებზე, ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებზე, ადგილობრივი და სახელმწიფო მთავრობის წარმომადგენლებზე და მისი ამოცანებია:
- სახელმწიფოთაშორისი მიდგომის შემუშავება ევროკავშირის ქვეყნებსა და მეზობელ რეგიონს (ახლო აღმოსავლეთი და შავი ზღვა) შორის, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპის საერთო ღირებულებებში, რომლებიც გენერირებული და წარმოდგენილია მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა კულტურული აქტივებითა და ტრადიციებით.
- მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივი თემების დღის წესრიგში კულტურათაშორისი დიალოგის პროცესების დანერგვის გამოწვევის განხილვა.
- ადგილობრივი სტრუქტურების შესაძლებლობების გაფართოება მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებით და მათი, როგორც კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების „ელჩების“ წარმოდგენით.
- ინოვაციური სასწავლო მასალების, ციფრული ინსტრუმენტებისა და კონტენტის მეთოდოლოგიების შემუშავება და მიწოდება ადგილობრივი სტრუქტურებისა და მათი თემების საჭიროებების წარმატებით დაკმაყოფილებისთვის და ყველა დონეზე მათი შესაძლებლობის გაფართოებისთვის.
ზემოაღნიშნული ამბიციური მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, კონსორციუმი ახორციელებს რიგ აქტივობებს, რაც მოიცავს ინტელექტუალური მუშაობის შედეგებსა და ღონისძიებებს (ეროვნული სემინარები/ვორქშოფები, საბოლოო კონფერენცია); პროექტ TOGETHER-ის ინტელექტუალური მუშაობის შედეგები შედგება შემდეგისგან:
- TOGETHER-ის შედარებითი ანალიზის ანგარიში - IO1,
- TOGETHER-ის ელჩების სასწავლო პროგრამა - IO2,
- TOGETHER-ის e-Toolbox - IO3 და
- TOGETHER-ის კულტურათაშორისო დიალოგის სახელმძღვანელო - IO4.