‘TOGETHER’ ორწლიანი პროექტია, რომელიც გამომდინარეობს კავშირების ჩამოყალიბების, სათანადო ინფორმირებულობის შექმნისა და საერთო ღირებულებების ხელშეწყობის საჭიროებიდან, ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებაში.

მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ყველა სექტორისთვის შესაძლებლობების მინიჭება ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბებით, ურთიერთგაგების გაძლიერებითა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ზრდით, რათა ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებს მიეცეს საერთო გამოწვევებთან შეჭიდებისა და სოციალური ერთიანობისა და მდგრადობის მიღწევის საშუალება.

‘TOGETHER’ პროექტის სამიზნეებია სხვადასხვა ორგანიზაციები: საჯარო ორგანოები, ადგილობრივი თემები, კულტურული ჯგუფები და ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე კერძო და საჯარო ძირითადი მონაწილე მხარეები.

კონსორციუმი შედგება შემდეგი ორგანიზაციებისგან: CulturePolis – საბერძნეთი, შპს  მეწარმეობის განვითარების ინსტიტუტი (IED) – კვიპროსი, Eworx Ypiresies Ilektronikou Epicheirein Anonymos Etaireia EWORX – საბერძნეთი, Fattoria Pugliese Diffusa Associazione Culturale (FPD) – იტალია, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC) – საქართველო და ლიბანის განვითარების ქსელი (LDN) – ლიბანი.