საქართველო მრავალენოვანი და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ქართველების გარდა ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობები არიან აზერბაიჯანელები და სომხები. სხვა ეთნიკურ ჯგუფებში შედიან რუსები, ოსები, ბერძნები, ქურთები, იეზიდები, ასურელები, ებრაელები, ასევე უკრაინული და პოლონური თემები. უმცირესობათა ენების აღიარება და მათი პატივისცემა ხელს უწყობს სოციალურ ერთიანობას და აძლიერებს ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. ეროვნული უმცირესობებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული უმცირესობების დაცვის ნორმების მინიჭება ხელს შეუწყობს ქვეყნისადმი კუთვნილების გრძნობის გაძლიერებას და სეპარატიზმის რისკის შემცირებას. გარდა ამისა, ეროვნული უმცირესობების კულტურების შენარჩუნება, ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდავს და მათთვის ამ ცოცხალი, მრავალეთნიკური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენასა და შესწავლასა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ჩამოტვირთოთ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პუბლიკაცია.