კულტურათაშორისი დიალოგისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირზე საუბრისას, იგულისხმება აზრთა ღიად და ურთიერტპატივისცემით გაზიარება სხვადასხვა კულტურის მქონე ჯგუფებსა და ადამიანებს შორის, რათა ერთობლივად მოიძიონ და განავითარონ ის შემოქმედებითი გზები თუ საშუალებები, რაც ერთად ცხოვრებისა და განვითარებისათვისაა საჭირო. ამ პროცესში საზოგადოების წევრების ჩართულობა პირველადი მნიშვნელობისაა. ეს წინა პლანზე წამოწევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- როგორ დავაკავშიროთ კულტურათაშორისი დიალოგი ადგილობრივი თემების მდგრად განვითარებასთან?
- როგორ გავაძლიეროთ ადგილობრივი აქტორები და თემის წარმომადგენლები ინტერკულტურული უნარებისა და ცოდნის გაღრმავებით?
Ambassadors Curriculum-ის მეშვეობით პროექტი TOGETHER პასუხობს ამ ფუნდამენტურ კითხვებს:
Ambassadors Curriculum არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ადგილობრივი აქტორები, განსაკუთრებით ადგილობრივი თემებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა მათ „სხვა“-თა უკეთ გაგებისთვის საჭირო ცნობიერების გაღრმავებაში დაეხმაროს. საჭირო ცოდნითა და უნარებით უფლებამოსილი ადგილობრივი აქტორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გახდებიან კულტურათაშორისი დიალოგის მომავალი ელჩები. თავის მხრივ, ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარი თემის წევრებს გაუზიარებენ და ამით ხელს შეუწყობენ, რომ კულტურათაშორისი დიალოგი თემის კულტურის დღის წესრიგში დაემატოს.
Ambassadors Curriculum-ზე პროექტ TOGETHER-ის პარტნიორები ერთობლივად მუშაობდნენ 2021 წლის თებერვლიდან ივლისამდე. პროექტის მეორე ინტელექტუალური შედეგი საფუძვლიანად შემუშავდა, როგორც სასწავლო პაკეტი ICT-ით მხარდაჭერილი საგანმანათლებლო მასალით და ახალი პედაგოგიური მიდგომებით, სადაც ყურადღება ექცევა კულტურათაშორის ურთიერთგაგებასა და მდგრად განვითარებას; აგრეთვე ხაზგასმულია ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უნივერსალური ღირებულებებისადმი ცოდნის გაღმავებისა და 21-ე საუკუნის თანამედროვე, გლობალიზებულ და პლურალისტურ საზოგადოებაში ინტერკულტურული კომპეტენციების აუცილებლობა.